2024 წლის თებერვალში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის #46 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ანა სიდამონიძემ სკოლის სახელით მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის პროგრამაში “საქართველო და ევროკავშირი”. ️
პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საკანონმდებლო საქმიანობას და მის როლს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. ისინი ესწრებოდნენ როგორც საკომიტეტო ისე პლენარულ სხდომებს. ️საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მოსწავლეებს ესაუბრნენ საქართველოს და ევროკავშირს შორის განათლების სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე.
დასკვნით ღონისძიებაზე პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე შეხვდა მოსწავლეებს და სამახსოვრო სიგელები საჩუქრებთან ერთად გადასცა.
ავტორი