ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩვენების ჩატარებამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ განკარგულების მიღება განაპირობა. პროექტში შეტანილი ცვლილებების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს და დეპუტატ ლავრენტი ბიგვავას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტზე რამდენიმე შენიშვნა ჰქონდათ.
“გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ წარმოდგენილ საკითხს“, _ უთხრა გიორგი ღურჯუმელიძემ ლაშა თავაძეს.
ლავრენტი ბიგვავამ თქვა, რომ პროექტში ამოღებულია ანასეულის უბანი და ის ადგილები, სადაც უნდა გაიკრას სააგიტაციო მასალები. დეპუტატმა ლელა საჯაიამ კი თქვა, რომ პროექტში წერია სემინარია, ოზურგეთში კი სემინარია დიდი ხანია, არ არის და ეტყობა სამრევლო სკოლაზე იყო საუბარი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ლაშა თავაძის თქმით, არსებული პროექტი შარშანდელია და ის საკრებულოს მიერ იყო დამტკიცებული.
ლავრენტი ბიგვავამ ლაშა თავაძეს უპასუხა, რომ გასულ წელს ანასეულის საარჩევნო უბანი მითითებული იყო და საინტერესოა წელს რა მოხდა.
დეპუტატ დავით მჟავანაძის თქმით, საკუთარი სააგიტაციო მასალების გამოკვრა-გამოფენა იმ ფორმით უნდა იყოს, რომ დაცული იქნას წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა.
ბიუროზე, ასევე, გაირკვა, რომ მწვანე ნარგავებზე დაშვებულია პლაკატების გაკვრა, როგორც გაირკვა მხოლოდ სკოტჩით, ლურსმნით ან ჭიკარტით არ არის დაშვებული.