ოზურგეთში, როგორც აქ ამბობენ, დღეს ამინდი გაცილებით ბევრად მშვიდი და თბილია, ვიდრე საარჩევნო გარემო.
„გურია ნიუსი“ ამჯერად ანასეულის #57 და ოზურგეთში, სერის #08 უბანს ეწვია.
ორივე უბანზე ამბობენ იმავეს, რაც დღეს ხშირდ გვესმის _ ამომრჩეველთა აქტივობა არის უფრო დაბალი, ვიდრე იყო პირველ ტურში.
_ ჩვენთან 1301 ამომრჩეველი ფიქსირდება. 2 საათისთვის მოსულია 485 ამომრჩეველი. დაახლოებით, 10%-ით უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი, ვიდრე იყო პირველ ტურში, _ გვითხრეს სერის #08 უბანში.
ანასეულის #57 საუბნო კომისიაში გვითხრეს, რომ სულ ჰყავთ 796 ამომრჩეველი.
“პირველ ტურში 12 საათისთვის ორასამდე ამომრჩეველი მოვიდა, მეორე ტურში კი _ 168″, _ გვითხრა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა ნათია კაჭარავამ.
[sexy_author_bio]