“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში, საარჩევნო უბნიდან ბიულეტენის გატანა სცადეს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი ბიულეტენის გამოტანის მცდელობა აღკვეთეს“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს კახა ჩავლეშვილმა.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნებთან არავინ იცავს 100 მეტრიან დისტანციას:
“ისევ არიან ქაღალდებით კოორდინატორები და აკეთებენ თავიანთ საქმეს. არავინ არ აკონტროლებს დისტანციის საკითხს“, _ გვითხრა კახა ჩავლეშვილმა.
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბერდია ლომიძის თქმით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია და არც საჩივარი არაა დაწერილი.
[sexy_author_bio]