მაგიდის ჩოგბურთელი ანასტასია ჩხარტიშვილი რიგის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია.
ანასტასია ჩხარტიშვილი 19 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელმაც სარეიტინგო ტურნირზე გამარჯვება შეძლო.
რიგის საერთაშორისო ტურნირში 13 ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა. ტურნირზე ქართველმა სპორტსმენმა ყველა შეხვედრის მოგება გეიმის წაუგებლად შეძლო, ფინალში კი ლიეტუველი მაგიდის ჩოგბურთელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ანასტასია ჩხარტიშვილი 15-წლამდელთა შორის 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული სერიების გამარჯვებულიცაა.