საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა: გოგონათა შორის 90კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ანასტასია გოტფრიდმა მოიგო!
ანასტასიამ ორჭიდის ჯამში 265კგ დაძლია (ატაცი – 120კგ; აკვრა – 145კგ) და მთელი 10 კილოგრამით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ჩილელ მარია ფერნანდა ვალდეს პარისს. დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი კრისმიერი სანტანა პეგუერო 254კგ-თი მესამე ადგილზე გავიდა.
გოტფრიდის ოქროს მედალი მეორეა გიორგი ასანიძის გაწვრთნილი ძალოსანთა ნაკრებისთვის: რამდენიმე დღის წინ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შოთა მიშველაძემ (62კგ).
6 დეკემბერს, გამთენიისას, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგებას ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+105კგ) შეეცდება. ის ფიცარნაგზე თბილისის დროით 5:25 საათზე გავა.