ქართველმა მოჭადრაკემ, ანასტასია კირთაძემ მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონობა იზეიმა.
ანასტასიამ ცხრიდან 7,5 ქულა მოიპოვა და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე დამაჯერებლად გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ანასტასია კირთაძე პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.