გურჯაანში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დასეტყვილია სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები და დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
ქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ფოტოებს და ინფორმაციას ტელეკომპანია გურჯაანი ავრცელებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა და ქარიშხალი იყო. არსებული ინფორმაციით, სეტყვა მუნიციპალიტეტსა და მიმდებარე სოფლებში დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება სტიქიის ამსახველი ვიდეო.