11 წლის ანი ჭანკვეტაძე საქართველოს ფოსტის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
ანი ოჯახთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში ცხოვრობს. ის
მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეა.
ამავე სკოლის პედაგოგია მისი დედა.
ანი არ ფიქრობდა, რომ კონკურსის გამარჯვებული იქნებოდა. თუმცა, საპრიზო ადგილს არ გამორიცხავდა.
,,მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით” _ ჩემი წერილიც წლევანდელი წელის შესაბამისად იყო, კოვიდ 19-ს ეხებოდა. მამას მივწერე და ვსაუბრობდი, როგორ ვუმკლავდებოდით კოვიდს. გამიგონია, ყველა ჯარისკაცი გენერლობაზე ოცნებობსო. გულის კუნჭულში მეც ვფიქრობდი საპრიზო ადგილზე, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ პირველ ადგილზე გავიდოდი. რატომ გახდა ჩემი წერილი გამარჯვებული? _ ჩემს ცხოვრებას ეხება, რეალურია და ცოტა დრამატულიც“, _ გვპასუხობს საქართველოს ფოსტის კონკურსის გამარჯვებული.
საქართველოს ფოსტის კონკურსის მიზანი წერილის წერის მივიწყებული ტრადიციის აღდგენა და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაციაა მოზარდებში.