ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დამკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები ზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს, ის ასევე ძალიან ფართო კონტროლს აწესებს ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობაზე
„მისი ბუნდოვანი დებულებები ასევე ქმნის ღრმა სამართლებრივ გაურკვევლობას და ასევე არბიტრაჟისა და შერჩევითი აღსრულების დიდ რისკს და ეს მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებულ კითხვასაც უკავშირდება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
როგორც ჰიპერი ამბობს, ევროკავშირი მოითხოვს მზია ამაღლობელის და საქართველოში „ყველა უსამართლოდ დაკავებულის“ გათავისუფლებას
„მკაცრად დავგმეთ მისი პატიმრობა. მისი განაჩენი ასევე აჩვენებს დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ რეპრესიებს. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი საქმიანობის შესრულება დევნის ან ზედმეტი შეზღუდვის შიშის გარეშე. ამიტომ, ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებას და გაჩუმებას, ასევე ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძველს და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ მის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მათ ევროპულ მისწრაფებებს.


































































