„ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს“! – ამის შესახებ ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რითაც კულტურის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის დანიშვნას ეხმაურება.
ის ასევე გამოეხმაურა წულუკიანის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუ თეატრში მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, შეეცდება, გაიგოს, ეს აზრი საიდან მოსდის.
„ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე სანამ კულტურას წულუკიანი მართავს! გააგრძელეთ დუმილი! დღეს უკვე მოგვახსენა ყველას რომ მისი აზრის საწინააღმდეგო არაფერი არ უნდა ვთქვათ თორე…..“ – წერს რაჭველიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.