ოპერის მომღერალს, ანიტა რაჭველიშვილს კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა, – ამის შესახებ ფეისბუქგვერდზე თავად მომღერალი წერს.
“Covid 19-ზე ტესტები უარყოფითი მქონდა მას შემდეგ, რაც 15 იანვარს დავტოვეთ საქართველო.
ჩვენ განმეორებითი ტესტი გავიკეთეთ 14, 16 და 18 იანვარს. ტესტის პასუხი იყო უარყოფითი.
შაბათს, 23 იანვარს, სუნის და გემოს შეგრძნება მთლიანად დავკარგე.
მაშინვე გადავედი იზოლაციაში. ორშაბათს ისევ ჩავიტარე ტესტი და აღმოჩნდა დადებითი.
უკვე მეორედ.
პირველად ივლისში დამიფიქსირდა. თუმცა ჩემგან ვირუსი არავის გადადებია, ოთოს არასდროს ჰქონია კორონა და იმედია, ახლაც არ გადავდებ.
ძალიან ვწუხვარ ჩემი კოლეგების გამო, რომლებმაც ახლა ყველამ უნდა გაიკეთონ ტესტირება და კარანტინი უნდა გაიარონ!
ვწუხვარ, ბიჭებო!
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 10 დღეში ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას.
თავს გაუფრთხილდით“, _წერს რაჭველიშვილი.