ცოტა ხნის წინ ცნობილი ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი თანამემამულე ჟურნალისტებს ესაუბრა და საკუთარი პირადი ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ფაქტები გაიხსენა.
ჩვენს ოკეანისგაღმელ კოლეგებს ქალბატონმა ანჯელინამ აცნობა, რომ მისი სასიყვარულო ურთიერთობა ბრედ პიტთან იმ დროს დაიწყო როდესაც ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ჯენიფერ ენისტონის კანონიერი მეუღლე ბრძანდებოდა. საინტერესოა, რომ წყვილი თავის დროზე ჯიუტად ამტკიცებდა, რომ გრძნობებმა მათ შორის მხოლოდ მას შემდეგ იფეთქა, რაც პიტი ენისტონს ოფიციალურად დაშორდა.
ანჯელინა ჯოლიმ დაადასტურა რომ ერთმანეთი სურათი “მისტერ და მისის სმიტების” გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ.
ამერიკელი ჟურნალისტები გაკვირვებულები დარჩნენ, რადგან ვერ გაიგეს ჯოლიმ ეს აღსარება შეგნებულად გააკეთა, თუ მართლაც შემთხვევით მოუვიდა.
ანჯელინა ჯოლის აზრით, მისი და ბრედ პიტის შვილები ბედნიერები არიან.
“ბევრ ადამიანს როდი ჰქონია ბედნიერება ენახა ფილმი, სადაც მთავარ როლებს მათი მშობლები ასრულებენ და რომლის გადაღების დროსაც ვითარდებოდა მათი სიყვარულის ისტორია,” – განაცხადა ამჟამად ბრედ პიტთან გაშორებულმა ანჯელინა ჯოლიმ.
ავტორი