თურქეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს თუ ამერიკის შეერთებული შტატები რუსული S-400 -ის გამო სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ Euronews-ის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ანკარამ და ვაშინგტონმა თურქეთის მიერ S-400-ის სარაკეტო სისტემის შეძენის გამო არაერთხელ იპაექრეს. უფრო მეტიც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს გამაფრთხილებელი წერილიც გაუგზავნა, რომ F-35 პროგრამიდან გათიშავს.
გარდა ამისა, თურქული ლირაც ამერიკულ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, S-400 -ის საკითხი განსაზღვრულია და თურქეთი გადაწყვეტილებას არ გააუქმებს.