96 წლის ასაკში გარდაიცვალა კულტურის სფეროს დამსახურებული მოღვაწე ვარდო თოდრია. სამწუხარო ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ავრცელებს.
“კულტურის ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 96 წლის ასაკში გარდაიცვალა ქალბატონი ვარდო თოდრია – ნიჭიერი და დაუღალავი შემოქმედი.
ქალბატონმა ვარდომ მთელი ცხოვრება მიუძღვნა ფოლკლორს – ქართული ხალხური სიმღერის, ტრადიციებისა და ხალხური საკრავების სწავლებასა და გადაცემას მომავალი თაობებისთვის.
ანსამბლი „ნართი“, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა, დღესაც მის სახელს ატარებს. ქალბატონი ვარდო იყო ღირსების ორდენის კავალერი და მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი”,_ წერია ინფორმაციაში.






























































