Anonymous ამბობს, რომ ოთხი სამთავრობო ვებგვერდი გათიშა. ამის შესახებ ისინი ინფორმაციას X-ზე ავრცელებენ.
“განახლებები: Anonymous-მა გათიშა საქართველოს მთავრობის სხვა ოფიციალური ვებგვერდები:
- ქართული ოცნების პარტია (41.ge);
- საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სამსახური (sda.gov.ge);
- საქართველოს რუკის დირექტორატი (maps.gov.ge);
- საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)
ხალხს არ უნდა ეშინოდეს თავისი ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს თავისი ხალხის,” – წერს Anonymous-ი.