მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება, ANONYMOUS საკუთარ Twitter-ის გვერდზე წერს, რომ რუსეთის სამხედრო კომუნიკაციები შეაფერხა. ასევე გათიშა კრემლის ოფიციალური ვებ-გვერდი, Kremlin.ru და სხვა სამთავრობო ორგანოების ვებ-გვერდებიც, მათ შორის, რუსეთის “დუმის” საიტი – Duma.gov.ru.
Anonymous-ის სამიზნე რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, Russia Today (RT) გახდა.
შეგახსენებთ, 25 თებერვალს ANONYMOUS-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდიდან მონაცემთა ბაზა წარმატებით მოიპოვა, ჩამოტვირთა და გაავრცელა საკუთარი Twitter-ის გვერდზე. გადმოწერა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.
ცნობისთვის, ANONYMOUS საერთაშორისო ჰაკტივისტური (ჰაკერულ-აქტივისტური) დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და ის მსოფლიოს მასშტაბით ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლების განმავლობაში დაჯგუფების სამიზნე არაერთი სახელმწიფო, კომპანია, ბიზნესმენი თუ მაღალჩინოსანი გახდა.
[sexy_author_bio]