მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერების გაერთიანებამ, Anonymous-მა რუსეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის მონაცემთა ბაზები გატეხა და ინტერნეტში 40000 ფაილი გაავრცელა. ამის შესახებ ორგანიზაცია twitter წერს.
ანონიმუსის 65-ე ბატალიონი იუწყება, რომ მათ არ გააჩნიათ ამ მოცულობის მასალის თარგმნისათვის საჭირო რესურსები და დახმარებას რუსული ენის მცოდნე მოქალაქეებისგან ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, 25 თებერვალს Anonymous-მა რუსეთის მთავრობას კიბერ ომი გამოუცხადა.
“Anonymous-ის გაერთიანება ოფიციალურად კიბერნეტიკულ ომშია ჩართული რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ”. – წერია Anonymous განცხადებაში.
ცნობისთვის, ანონიმუსი დეცენტრალიზებული საერთაშორისო ჰაკტივისტური (ჰაკერულ-აქტივისტური) დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და ის მსოფლიოს მასშტაბით ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლების განმავლობაში დაჯგუფების სამიზნე არაერთი სახელმწიფო, კომპანია, ბიზნესმენი თუ მაღალჩინოსანი გამხდარა.