ის 3%-ც აღარ გექნებათ – დადგება თვითმმართველობის არჩევნები და ამასთან დაკავშირებით სარკეში ჩაგახედებთ, – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის მისამართით გააკეთა.
„გმადლობთ კრიტიკისათვის, შენიშვნისთვის. სწორედ ეს სჭირდება პარლამენტს და საზოგადოებას და არა ის, ქუჩა-ქუჩა რომ დადიან და ვერ გარკვეულან, რისთვის დადიან და რა უნდათ. ვერც ხალხს ხვდენინ, სახეში ვერ უყურებენ – ვერც შეხედავს ის ხალხი, ვისი ადგილებიც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში თავისუფალია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ნაცვლიშვილის მისამართითმ, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვაში მონაწილეობს. მან პროექტი ანტიკონსტიტუციურად შეაფასა.
ოხანაშვილმა ასევე უპასუხა გიორგი გახარიას გუნდში გადასულ ანა ბუჩუკურს და განაცხადა, რომ მისი შს სამინისტროში მუშაობის დროს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა მთელი რიგი მიმართულებებით გამკაცრდა. ოხანაშვილი დაინტერესდა, როდის იყო ბუჩუკური მართალი, როცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები გამკაცრდებოდა თუ – ახლა.