პროკურატურის გადაწყვეტილებებს ველოდები და ვფიქრობ, კითხვები ჩემთან დაკავშირებით არ იქნება, _ განაცხადა ბ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
„ჩემი შემხებლობა არც ერთ ნაწილში არ იკვეთებოდა. ეს ყველაფერი დიდი ალბათობით პროკურატურის დასკვნის შემდეგ გამოჩნდება.
ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა ამაზრზენია. არავისთან არანაირი კითხვა არ მაქვს.
პროკურატურის გადაწყვეტილებებს ველოდები და ვფიქრობ, კითხვები ჩემთან დაკავშირებით არ იქნება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.