ანზორ ერქომაიშვილის საფლავი გაძარცვეს.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, საფლავიდან მოპარულია შაშვის ქანდაკება.
ანზორ ერქომაიშვილის საფლავის გაძარცვის ფაქტი ოჯახის ახლობელმა დაგვიდასტურა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258 მუხლით, რაც გულისხმობს მიცვალებულის უპატივცემულობას და ასევე, 258 მუხლის მეორე ნაწილით, საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას
ავტორი