ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ბინა დაიწვა.
შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე, სავარაუდოდ, მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყვნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული.
ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია,” _ აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
პოლიციამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.