სტოკჰოლმის ცენტრში აფეთქება მოხდა.
როგორც RT იუწყება, აფეთქების შედეგად დაზიანდა ტრანსპორტი, მთელ ქუჩაზე კი ფანჯრები ჩაიმსხვრა.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მოსახლეობას შენობები დაატოვებინეს და უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს.
კიდევ ერთი აფეთქება მოხდა სტოკჰოლმთან ახლოს მდებარე ქალაქ უფსალაში.
სადაც ასევე დაზიანდა შენობა და ავტომობილები.
ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა კავშირი ამ ორ აფეთქებას შორის.