აფეთქებების და სროლის ხმა ისმის ავღანეთის დედაქალაქში.
როგორც BBC იუწყება, შეიარაღებული პირები საავამდყოფოში შეიჭრნენ.
შენობაში 140-მდე თანამშრომელი იმყოფებოდა, რომელთა ნაწილმა გაქცევა შეძლო, ნაწილი კი ისევ შენობაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოს შენობის ნაწილი საერთაშორისო სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაცია MSF-ს ეკუთვნის და იქ დასაქმებულების ნაწილი უცხოელები არიან.
MSF-ს აქვს სამშობიარო განყოფილებაც. უცხოელი პერსონალის ნაწილი შენობის უკანა მხარეს ცხოვრობს.
კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ნანგარჰარის პროვინციაში, დაკრძალვაზე.
აფეთქების შედეგად სავარაუდოდ ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.
ჯერ არცერთ ჯგუფს არ აუღია მომხდარზე პასუხისმგებლობა.