გერმანიაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც დღეს თბილისში გეგმავდა ჩამოსვლას, იტყობინება, რომ ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზების” და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელები არ აძლევს მას შესაძლებლობას, გაემგზავროს საქართველოში.
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” და მისი წევრი ორგანიზაცია „უფლებები საქართველო”, რომლებიც მუხთარლის უფლებებს იცავენ, ამ წუთებში ცდილობენ ვითარების ადგილზე გარკვევას.
„მოვუწოდებთ პასუხისმგებელ უწყებებს, მოხსნან ყველა ხელოვნური ბარიერი და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საქართველოში თავისუფლად ჩამოსვლის შესაძლებლობა მისცენ“,_ აცხადებენ ორგანიზაციაში.