ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ის, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.
დაშავდა 75 წლის ქალი, რომელიც ბორჯომში, „ჯეო ჰოსპიტალსში“ იყო გადაყვანილი, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
აფეთქების შემდეგ, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.