სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა. დღესვე აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
17 აპრილს, 13:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, სადაც სადიგოვის პოზიცია, მოთხოვნებსი და მოწოდებები იქნება წარდგენილი.

































































