https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“აფხაზეთის დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული გავლენები ეთნიკურ დაძაბულობის წახალისებაშიც გამოვლინდა”

14:48; 4.03.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, აფხაზეთის დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული გავლენები ეთნიკურ დაძაბულობის წახალისებაშიც გამოვლინდა.

“რამდენიმე დღის წინ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც აფხაზეთში მიმდინარე დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტს მიმოიხილავდა. ანგარიში აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აცხადებს, რომ ყველა გამარჯვებულ კანდიდატთან ითანამშრომლებს, ის ღიად და აშკარად უჭერდა მხარს ბჟანიას პოლიტიკური გუნდის კანდიდატს, ბადრა გუნბას, რომელმაც 1 მარტს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შემდეგ საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც. რუსეთის გავლენები არჩევნებზე გამოჩნდა არა მხოლოდ ბადრა გუნგასთან ოფიციალურ შეხვედრებში და ადმინისტრაციული რესურსების მის სასარგებლო გამოყენებაში, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის შინაარსშიც, რომელმაც მკვეთრად ანტითურქული შინაარსი მიიღო და ეთნიკური დაძაბულობის ნიშნებიც კი შექმნა. წინამდებარე დოკუმენტი სწორედ ამ პროცესებს მიმოიხილავს.

სამწუხაროდ, აფხაზეთში დ/ფ წინასაარჩევნო პერიოდი ეთნიკური ნიშნით დაძაბულობის გაღვივების მცდელობებით გამოირჩეოდა. ერთის მხრივ, რუსულ სატელევიზიო არხებზე და შემდგომში ტელეგრამ არხებზეც აქტიურად ვრცელდებოდა პროპაგანდისტული ცნობები ადგურ არძინბას პროთურქობაზე, და მის ანტისომხურ და ანტირუსულ განწყობებზე, მეორეს მხრივ კი, არძინბას მომხრეები უთითებენ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების მოსყიდვის და ზეწოლის შესახებ და მათ უცნაურად აქტიურ მხარდაჭერაზე გუმბას მიმართ, ისე რომ არ ხსნიდნენ, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამ თემის ამგვარი ქცევის მიზეზი. მათ შორის, თურქეთის ფაქტორის პროპაგანდისტულ შემოყვანას პოლიტიკაში რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა ადგილობრივ სომეხ თემზე და მის ისტორიულ ტრავმებზე.

უფრო ზუსტად, ოპოზიციის მტკიცებით, “არჩევნების” შედეგებზე მოსყიდვამ და ზეწოლამ იქონია გავლენა, თუმცა ასევე გავლენა მოახდინა იმ წინასაარჩევნო პროპაგანდამ, რომლის მიხედვითაც არძინბა პროთურქულ და ანტისომხურ კანდიდატად იყო წარმოჩენილი. არძინბას “პროთურქულობის” დამადასტურებელ გარემოებებად ამ წყაროებში სახელდებოდა მის მიერ აფხაზეთში არსებულ თურქულ კოლეჯში სწავლა და თურქული ენის ცოდნა. გარდა ამისა, რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერი კანდიდატი “თურქეთის აგენტი” იყო.

შესაძლოა ეჭვები, რომ ადგურ არძინბას თურქეთში მცხოვრებ აფხაზებში მეტი მხარდაჭერა ჰქონდა გახდა იმის მიზეზი, რომ აფხაზეთის დ/ფ ცესკომ საქარიას საარჩევნო უბანი დახურა. გადაწყვეტილების ოფიციალურ საფუძვლად თურქეთში აფხაზეთის დ/ფ წარმომადგენლის იბრაჰიმ ავიძბას დ/ფ ცესკოსადმი ოფიციალური წერილი გახდა, რომელშიც აფიძბა უბნის გახსნის შეუძლებლობაზე საუბრობდა, მაშინ როცა დ/ფ ცესკომ იანვარში ამ უბნის გახსნაზე თანხმობა განაცხადა. განმარტება, თუ რატომ ვერ გაიხსნებოდა უბანი – არ ყოფილა. არჩევნებამდე ორი დღით ადრე ასევე დაიხურა ანკარის ოლქიც. არჩევნების დღეს კი ცნობილი გახდა რომ აფხაზეთში არ შეუშვეს თურქეთიდან სოჭში ჩასული “აფხაზეთის მოქალაქეები” რომლებიც “არჩევნებში” მონაწილეობის მისაღებად აპირებდნენ ჩასვლას, თურქეთში საარჩევნო უბნის დახურვის გამო. მათ ასევე რუსეთში შესვლის 10 წლიანი აკრძალვაც დაუდეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში მცხოვრები ეთნიკური აფხაზები, ვინც აფხაზეთის დ/ფ არჩევნებში ახერხებს მონაწილეობას ძალიან მცირეა (1000 ადამიანამდე), მათთვის საარჩევნო უფლებების შეზღუდვას როგორც ჩანს უფრო სიმბოლური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

ამ დაძაბულ ფონზე 20 თებერვალს ოპოზიციონერმა კანდიდატმა არძინბამ დ/ფ უსაფრთხოების სამსახურებს მიმართა გამოძიების მოთხოვნით, წინასაარჩევნო პერიოდში მის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციის შესწავლის მოთხოვნით. მისი თქმით, “თურქეთის აგენტობასთან” დაკავშირებული ბრალდებები შეურაცხყოფს მის ღირსებას, აზიანებს პოლიტიკურ რეპუტაციასაც და შესაბამისად ეს ქმედებები ისჯება აფხაზეთის დ/ფ სისხლის სამართლის კოდექსით (ცილისწამება). ამავე დღეს ფილარმონიაში შეიკრიბნენ არძინბას მომხრეები და მოითხოვეს პროთურქულობასთან დაკავშირებული ბრალდებების და ამომრჩევლების დაშინების შეწყვეტა. 20 თებერვალს პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა ასევე მიმართეს პუტინს თხოვნით, რომ ყურადღება მიაქციოს აფხაზეთში პროპაგანდისტული ინფორმაციების გავრცელების საშიშროებას, რომელიც 2020 წელსაც შეინიშნებოდა წინასაარჩევნოდ კანდიდატებისთვის “პროდასავლური” განწყობების დაბრალებით, და ახლა პროთურქული ფაქტორი გამოჩნდა, რაც მიზნად ისახავს აფხაზი ხალხის თავისუფალ არჩევანზე გავლენის მოხდენას.

პარალელურად, წინასაარჩევნოდ ჩანდა ანტისომხური განწყობების გაღვივების მცდელობაც. მაგალითად, ტელეგრამ არხებში „გააცოცხლეს“ რამდენიმე თვის წინანდელი კადრები, როდესაც ოპოზიციის ლიდერები [მათ შორის, ადგურ არძინბა] პოლემიკაში შევიდნენ დ/ფ დეპუტატ გალუსტ ტრაპიზონიანთან და მისგან საინვესტიციო შეთანხმებაზე საჯაროდ უარის თქმა მოინდომეს. ამგვარი განხილვები კანონპროექტის წინააღმდეგ აქციების დროს ხშირი პრაქტიკა იყო, და ტრაპიზონიანის შემთხვევა გამონაკლისი არ ყოფილა. როგორც ჩანს, ტელეგრამ არხებზე ამ კადრების ინტენსიურად გავრცელების მიზანი იყო არძინბა ანტისომხურ კანდიდატად წარმოეჩინათ და სომეხი ამომრჩევლის უკმაყოფილება გამოეწვიათ.

პირველი ტურის შედეგებით, ეთნიკური სომხებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში მმართველი გუნდის კანდიდატმა ბადრა გუნბამ აბსოლუტური უპირატესობით გაიმარჯვა, რაც არძინბამ საეჭვოდ მიიჩნია, რადგან წინა წლების გამოცდილებით,სომხებით დასახლებულ სოფლებში ხმები როგორც წესი თანაბრად ნაწილდებოდა. სომეხი თემის ლიდერი, ალიკ მინოსიანი ასევე აცხადებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ადგილობრივი სომხები ზეწოლის მსხვერპლები გახდნენ.

ცხადია, ანტითურქულ და ანტისოხმურ ნარატივებს აფხაზეთში საკუთარი ისტორიული კონტექსტი აქვს. მუჰაჯირობის ტრაგიკული ისტორიული გამოცდილების მქონე აფხაზებისთვის თურქეთის ფაქტორი ისტორიულად მნიშვნელოვანი გარემოებაა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი აფხაზეთს არ აღიარებს და ის ისტორიულად ინარჩუნებს სტრატეგიულ მოკავშირეობას საქართველოსთან, აფხაზეთიდან მუჰაჯირობის დროს იძულებით მიგრირებული წასული ასი ათასობით (მინიმუმ 300 000) აფხაზი დღემდე თურქეთში ცხოვრობს და მათთვის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა ამ არჩევნების ახალ ტენდენციად გამოიკვეთა. გარდა ამის, პროთურქული ფაქტორის შემოყვანა წინასაარჩევნო კონტექსტში, აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად სომხების განწყობებით მანიპულაციის მცდელობადაც შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან სომხების გენოციდისა და ისტორიული ტრავმების გათვალისწინებით თურქეთთან მიმართებაში.

ზოგადად ეთნიკური და ნაციონალისტური შინაარსის ბრალდებები აფხაზური არჩევნებისთვის უცხო არ არის. წლების წინ ალექსანდრე ანქვაბს მისი ქართველი ცოლის გამო პრო-ქართულობას აბრალებდნენ, ხოლო ყოფილი დ/ფ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიმართ წინა “არჩევნების” დროს მთავარი მაკომპრომეტირებელი საკითხი 1992-93 წლების ომში მონაწილეობის არ მიღება იყო, რის გამოც ბევრი ოპონენტი მას დეზერტირად მოიხსენიებდა.

საინტერესოა, რომ 22 თებერვალს არძინბას და გუნბას შორის მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ შედგა ე.წ. ზავის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, სადაც დ/ფ პრეზიდენტობის ორი კანდიდატი 1 მარტამდე გასამართ წინასაარჩევნო პროცესის მთავარ წესებზე თანხმდებიან. მათ შორის, ისინი შეთანხმდნენ რომ შეწყდება ცილისწამების და ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკა და მათ დაგმეს ნებისმიერი სახის მცდელობა, “რომელიც აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის ეთნიკური დაპირისპირების გაღვივებას ისახავს მიზნად.“ მათ ასევე აიღეს ვალდებულება რომ თავიდან აიცილონ ძალადობის და დესტაბილიზაციის ნებისმიერ საშიშროება და არ დაუშვან მსგავსი მოწოდებები და მათ მოუწოდეს საკუთარ ამომრჩეველს არ წამოეგონ პროვოკაციებზე, რაც ეთნიკური დაძაბულობის გაღვივების რისკებს ატარებს.

აფხაზეთში ეთნიკური ტიპის ნაციონალიზმი და ეთნიკური ტიპის დემოკრატია, რომელიც აფხაზი ერის კულტურული და პოლიტიკური განსაკუთრებულობის იდეაზე დგას და მუდმივად ახდენს სხვა ეთნიკური ჯგუფების იერარქიზებას, ხშირად მიდრეკილია იმისკენ, რომ შექმნას “მტრის ხატი” საკუთარ წარმოსახვაში. წინა წლებში ეს ეთნოცენტრისტული მიდრეკილებები და პოლიტიკა როგორც წესი მიმართული იყო ეთნიკურად ქართველების წინააღმდეგ, რის შედეგადაც, გალში მცხოვრები ეთნიკურად ქართველები პრაქტიკულად გამოთიშულები არიან საარჩევნო პროცესებიდან. მიმდინარე წლის არჩევნები იყო პირველი შემთხვევა აფხაზეთის დ/ფ არჩევნების ისტორიაში, როცა ქართული ეთნიკური ფაქტორი არ იყო მძლავრად გამოყენებული პოლიტიკურ პროპაგანდაში და მან დაძაბულობის ახალი ეთნიკური შრე შექმნა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეთნიკური გრძნობებით, ისტორიული ტრავმებით და განწყობებით მანიპულაცია რუსული პოლიტიკის საკვანძო ასპექტი და ტექნოლოგიაა, რომელსაც ის ტრადიციულად იყენებს მის სამიზნე ტერიტორიაზე კონტროლის შესანარჩუნებლად და სოციალური მშვიდობის დასარღვევად. ანტითურქული ფაქტორის გამოყენება არ არის შემთხვევითი ზოგადად რეგიონში რუსეთის გავლენების შემცირების ფონზე (სირიის მოვლენები, ასევე მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ), როცა მას ჩვენს რეგიონში გავლენების შენარჩუნების ცხოველი ინტერესი აქვს. თურქეთი კი ნამდვილად შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ალტერნატიული რეგიონული პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება – ერთის მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, მეორეს მხრივ, კი აფხაზეთის შავი ზღვრის ქვეყნებთან, პირველ რიგში კი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით, რაც საბოლოოდ, აფხაზეთის რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

იმედია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეთნიკური ფაქტორების პროპაგანდისტული გამოყენება საბოლოოდ არ მოახდენს გავლენას ადგილზე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის თანაცხოვრებაზე და საბოლოოდ, ეთნიკური დაძაბულობის ტენდენციები შეჩერდება”,_ ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთისოციალური სამართლიანობის ცენტრი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს”- მიხეილ ყაველაშვილი

14:31; 17 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

14:17; 17 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

10:03; 17 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობა იქნება საჭირო – ვის უნდა მიმართოთ

18:34; 16 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

15:35; 16 თებერვალი, 2026

ფონ დერ ლაიენი 800 მილიარდი ევროს ღირებულების თავდაცვით პაკეტს წარადგენს

მოემზადე, თიბისის განათლების ყველაზე მოთხოვნად პროგრამებზე რეგისტრაცია მარტიდან განახლდება

ყველა სიახლე

საზოგადოება

აფეთქება ოზურგეთში რესტორანთან- რას ამბობენ მომხდარზე ჩოხატაურში

22:31; 17.02.2026
საზოგადოება

Hello Tech გოგოებისთვის

20:27; 17.02.2026
სამართალი

გურიაში აფეთქება მოხდა- რა არის ცნობილი

19:52; 17.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:28; 17.02.2026
სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17.02.2026
საზოგადოება

სახლი იწვის- რა ვითარებაა ადგილზე

15:00; 17.02.2026
პოლიტიკა

“სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს”- მიხეილ ყაველაშვილი

14:31; 17.02.2026
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

14:17; 17.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს

14:03; 17.02.2026
საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17.02.2026
საზოგადოება

“გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა” – რას ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის განცხადებაზე

13:20; 17.02.2026
სპორტი

ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

12:48; 17.02.2026
საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას დედა ბუსა ჟვანიას დედას მიმართავს

12:30; 17.02.2026
საზოგადოება

რას ითხოვენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლები

11:43; 17.02.2026
საზოგადოება

ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!” _ ნიკო კვარაცხელიას დედა

11:35; 17.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო