სოხუმში უცნობმა პირმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფანჯრების ქვეშ ასფალტზე ზეთის საღებავით დაწერა, რომ ბჟანია მოღალატეა. მან ასევე საღებავი შეასხა სასახლის გვერდით მდგარ მუხაჯირების ძეგლს, რომლებიც მე-19 საუკუნეში კავკასიისა და რუსეთ-თურქეთის ომების დროს სამშობლოდან ძალით გაასახლეს. შემთხვევა 3-4 ნოემბრის ღამეს მოხდა. ინფორმაციას jamnews ავრცელებს.
ე.წ. ხელისუფლება მიანიშნებს, რომ ეს ოპოზიციის ნამოქმედარია.
ვრცლად: jam-news