აფთიაქი გაქურდეს. შემთხვევა რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, აფთიაქიდან წაღებულია 500 ლარის ოდენობის კოსმეტიკური საშუალებები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
რუსთავის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა 45 წლამდე მამაკაცი.
































































