პარტია „ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ნებადართული უნდა იყოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კომერციულად შემოტანა წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად.
ხაზარაძის ამ მოსაზრებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
„გურია ნიუსი“ შეეცადა, გაერკვია, არსებობს თუ არა მსოფლიოში პრეცედენტი, როცა ვაქცინა კერძო სტრუქტურამ შეიძინა და შემდეგ გაავრცელა მოსახლეობაში.
გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„დიდ ბრიტანეთში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვაქცინაცია ჩატარდება მხოლოდ ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის მიერ.
Pfizer-მა, ამერიკულმა ფარმაცევტულმა ჯგუფმა, რომელმაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავა BioNTech-თან ერთად, განაცხადა, რომ ახლო მომავლის გეგმაში არ აქვს, ვაქცინა კერძო სექტორს მიაწოდოს“, _ წერს Financial Times.