https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

აფხაზეთის ომის გმირის ღირსებით განვლილი ცხოვრება და ოჯახი ხელისუფლების დახმარების მოლოდინში

12:01; 22.01.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“მამაჩემი ლოთი მოქანდაკეა დედაჩემი კი მამაჩემზე სიგიჟემდე შეყვარებული მხატვარი. დავიბადე იმ წელს, როდესაც ცბიერების იმპერიის ბოროტი გენია სტალინი მოკვდა, სექტემბრის ყველაზე მაგიური ციფრით _ 19-ით აღნიშნული ცხელი დღის დილას, დრაკონის საათზე ყარაჩოღელთა ნეტარ ქალაქ თბილისში, ვერაზე. ვიზრდებოდი ლამაზ სატიოს უბანში, ვსწავლობდი აკადემიურად აკადემიურ ცხოვრებას გასპეცებულ საშუალო სკოლაში. უნივერსიტეტი მშვენიერი თავგადასავლების წყაროდ იქცა, ჯადოსნურ წყაროდ. ეხლა კი ათასი გზების საოსტატოს ძველი მოხეტიალე შეგირდი, გრძნობათა სამყაროს რჩეული, თქვენი სტუმარი ვარ, ღვთისნიერნო, თქვენივე სურვილით…” _ წერს მხატვრულ ავტობიოგრაფიაში აფხაზეთის ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდნოსანი მალხაზ ვაჩეიშვილი _ “ვაჩე”, როგორც მას მეგობრები ეძახდნენ.

ბავშვობა

მალხაზ ვაჩეიშვილი 1953 წლის 19 სექტემბერს მხატვართა ოჯახში დაიბადა. დედა ლამარა ღვინერია ფერმწერი იყო, მამა იური (დავით) ვაჩეიშვილი _ მოქანდაკე. მალხაზი მშობლებთან და უმცროს დასთან ერთად ხშირად სტუმრობდა თავის მშობლიურ სოფელს _ კოხნარს.

“თითქმის მთელი ბავშვობა სოფელში გავატარეთ. ძალიან გვიყვარდა აქ ყოფნა. მალხაზი ჭკვიანი ბავშვი იყო. ყველაფერი აინტერესებდა და იმას, რაც აინტერესებდა, სწავლობდა. მან მასწავლა ხატვა, ჭადრაკი, ორთაბრძოლა.

ასე ვიტყოდი _ მამამ შემქმნა, დედამ გამაჩინა, ძმამ აღმზარდა და შემდეგ დედის, მამის და ძმის მეთოდით აღვზარდე შვილები და აღიზარდა ჩემი უფროსი შვილიშვილი, რომელიც უმცროს შვილზე 5 წლით პატარაა”, _ ამბობს მალხაზის და, ქალბატონი მანანა ვაჩეიშვილი და ცხოვრებაში მიღწეულ წარმატებებს ძმას უმადლის.

“ოთხი ცხოვრება მაქვს გავლილი, პირველი ცხოვრება ბავშვობაა, თავისი სილაღით, უდარდელობით; მეორე _ ჭადრაკია, მისი იდუმალი სამყარო; მესამე _ ხატვის, შემოქმედების სამყაროა; მეოთხე _ განვლილი წლების შეჯამებაა _ რომელსაც თავს ვუყრი პუბლიცისტურ წერილთა ციკლში “მზით დაისრულნი”. ჩემი ოთხივე ცხოვრება ძმასთან მიდის, მას უკავშირდება, რადგან მალხაზმა დამისახა ცხოვრების არსი, მიზანი”, _ ამბობს გმირის და.

სტუდენტობა

მალხაზმა 1970 წელს დაამთავრა თბილისის 58-ე საშუალო სკოლა, რის შემდეგაც  სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. პარალელურად კი კონორეჟისურის ხელოვნებას დაეუფლა. როგორც თავის მოგონებებში ამბობს, სტუდენტობა მეტად ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა _ “უნივერსიტეტი მშვენიერი თავგადასავლების წყაროდ იქცა, ჯადოსნურ წყაროდ”…

მალხაზი იყო თსუ-ის სპორტული ჯგუფის წევრი, როგორც ჭადრაკში, ასევე, რაგბიში. 1979 წლიდან კი შევიდა თსუ-ს ალპკლუბში. მონაწილეობდა ალპინიადებზე, როგორც სპორტულ ჯგუფებში, ასევე, სპორტსმენების მომზადებაში.

ომამდე

ნაყოფიერი და შემოქმედებითი იყო მალხაზ ვაჩეიშვილის სტუდენტობის შემდგომი ცხოვრებაც. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა გეოლოგიის ფაკულტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე და კინოსტუდია ქართულ ფილმში. 1990 წელს მრავალდარგობრივ ფირმა “იბერიაში” გამგეობის წევრად აირჩიეს, შემდეგ ამავე ფირმაში პრეზიდენტად ინიშნება. 1991 წლიდან იყო მრავალდარგობრივი ფირმა “ფირალის” გამგეობის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული 1988 წლის ნოემბრისა და 1989 წლის აპრილის აქციებში. იყო ეროვნული-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. მალხაზი 1989 წელს კოლაუ ნადირაძის მიერ კურთხეული და მიღებული იყო “ცისფერყანწელთა” ორდენის წევრად. 1991 წელს გაზეთ “რუბიკონში” გამოაქვეყნა ორდენის მანიფესტი და კანონი, რითაც უწყვეტი გახადა “ცისფერყანწელთა” ორდენი. “და ეს ორდენი იარსებებს მანამ, სანამ საქართველოში იარსებებს თუნდაც ერთი ქართველი მგოსანი თავისუფლების წყურვილით”, _ ვკითხულობთ ცისფერყანწელთა მანიფესტში.

მალხაზ ვაჩეიშვილი  წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ნოველებს, სცენარს მუნჯი და ხმოვანი ფილმებისთვის. კინოკამერითაც ცდილობდა გამოეხატა თავისი მრწამსი. აკეთებდა ჩანაწერებს. ფლობდა რამდენიმე უცხო ენას.

მალხაზმა შეკრიბა მთასვლელთა მაშველი ჯგუფი “ედელვაისი”, რომელიც შემდეგ ქართველ მაშველთა დაზვერვის მოიერიშე ჯგუფად ჩამოყალიბდა.

ომში

“დედი, მამი, წავედი. ღმერთია ჩვენთან. დედი, ილოცე საქართველოსთვის. სანთელი იოანე ნათლისმცემელში ამინთე, სადაც მოვინათლე”, _ მალხაზის ეს მინაწერი დედამ დავითის ფსალმუნზე ნახა.

მალხაზი მის მიერ ჩამოყალიბებულ  მთასვლელ მაშველ ჯგუფთან ერთად აფხაზეთის ომის პირველი დღიდანვე ჩაება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. თავის ჯგუფთან ერთად დაიხსნა ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟის ცხედარი. იგი იბრძოდა ოჩამჩირეში, ტამიშში, ბესლახუბაში, ოხურეიში, ილორში, ცაგერში. ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედებისას, მაშინ, როცა სხვის გადარჩენას ცდილობდა, გმირულად დაიღუპა. პატრიარქის სულიერი შვილი უკანასკნელ გზაზე სიონის საკათედრო ტაძრიდან გააცილეს…

 დარჩა დაუმთავრებელი მისი ცხოვრების წიგნი, ლექსები, ჟანრული თუ ლირიკული სცენები, მონოლოგები, ჩანახატები, რომელთა უმეტესობას მხოლოდ საკუთარ “მეს” ანდობდა…

ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით აღინიშნა მალხაზის თავგანწირვა…

შემდეგ…

“თავდაცვის სამინისტროსგან ოჯახს დაენიშნა კონპესაცია 101 ლარი, რომელსაც  დედაჩემი იღებდა. დედას ჰქონდა  პედაგოგის პენსია. ასევე, ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და განკუთვნილი ფულადი დახმარებაც ეძლეოდა. დედას შემოსავლის წყაროს, სწორედ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა, რომელიც 2007 წლის 14 დეკემბრის შემდეგ აღარ აუღია“, _ გვიყვება ქალბატონი მანანა, მალხაზ ვაჩეიშვილის და. 

შვილმკვდარი დედა ამბის გასარკვევად სოციალურ სააგენტოში წავიდა, სადაც, როგორც გმირის და გვიყვება, მუქარით დააწერინეს თანხმობა პენსიის 50%-ის დაკავების თაობაზე. “დაემუქრნენ, თუ მეუღლის გარდაცვალების ცნობას არ მიიტანდა, მომდევნო თვეშიც პენსიიდან ვერცერთ თეთრს ვერ მიიღებდა”, _ ამბობს ქალბატონი მანანა.

ამის შემდეგ საპენსიო საქმეში ჩვენი რესპონდენტი ჩაერთო. მან არ მიიტანა მამის გარდაცვალების ცნობა, რადგან მიიჩნია, რომ ამის საჭიროება არ იყო.

“მართლაც, მომდევნო თვეში დედას არ აუღია არც ერთი თეთრი. საპენსიო  საქმის ნახვა მხოლოდ რამდენიმე განცხადებისა და საჩივრის დაწერის შემდეგ გახდა შესაძლებელი. საქმეში აღმოჩნდა მხოლოდ 2 ვითომდა საბუთი. მესამე საბუთად მიიჩნეოდა ის ხელნაწერი, რომელიც დედას მუქარით დააწერინეს. გვაიძულებდნენ, რომ მიგვეტანა მამას გარდაცვალების ცნობა, რომ თავიანთი ყალბი საბუთები გაემართლებინათ. ნამდვილი საბუთები საპენსიო საქმიდან, ფაქტობრივად, ამოღებული იყო”, _ გვიყვება ქალბატონი მანანა.

აღნიშნული საქმის თაობაზე გმირის ოჯახმა რამდენჯერმე განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. მაშინდელი მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციის სახელზე უამრავი განცხადებაა დაწერილი. პასუხი, როგორც მანანა ვაჩეიშვილი ამბობს, ყოველთვის ერთი და იგივე იყო _  “განვიხილავთ და შედეგს გაგაგებინებთ”.

ქალბატონმა მანანამ ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურასაც მიმართა საჩივრით, რომელშიც, როგორც თავად გვიყვება,  ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ “საქმეში არსებული საბუთები ყალბია, რომლებიც 2008 წლის თებერვალში დაიწერა და არა 1997 წელს”.

პროკურატურის მიერ დაინიშნა გრაფიკული და ქიმიური ექსპერტიზა, რომელსაც დაევალა ხელმოწერის ნამდვილობის, ასევე, შესრულების ვადის დადგენა.

“მაგრამ ექსპერტმა უარი განაცხადა ხელმოწერის ნიმუშის ვადის დადგენაზე იმ არგუმენტით, რომ არ გააჩნდათ სათანადო სამეცნიერო მეთოდი. ფაქტობრივად, უკანონოდ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე.

2009 წლის 9 იანვარს  პროკურატურიდან მივიღეთ წერილი, რომლითაც ოფიციალურად გვატყობინებდნენ გამოძიების შეწყვეტის შესახებ. მას შემდეგ რამდენჯერმე მოვითხოვე სოციალური სააგენტოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განახლება, მაგრამ ამაოდ”, _ ამბობს მანანა ვაჩეიშვილი.

აღნიშნული საქმე ნომრით 33/92 დევს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში.

როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, თბილისის მერიამ ოჯახს უკანონოდ ჩამოართვა 1200კვ.მ მიწის ნაკვეთი. მისივე თქმით, ოჯახი მხოლოდ  600კვ.მ ნაკვეთის დაბრუნებას ითხოვს, მაგრამ მიუხედავად საპატრიარქოს შუამდგომლობისა, მიწას ვერ იბრუნებენ.

რამდენიმე წელში შვილმკვდარი დედა გარდაიცვალა. გმირის და “ვაჩე უმცროსი” კი დედისთვის მიცემული პირობის შესრულებას დღემდე ცდილობს.

“მოგეხსენებათ, მე მხატვარი ვარ, მაგრამ ამჟამად შემოქმედებით “მარხვაზე” ვარ და არაფერს შევქმნი მანამ, სანამ სიმართლე არ იზეიმებს, დედას დანაპირებს არ შევუსრულებ და მას არ დავიბრუნებ, რაც შვილმკვდარ მოხუცს წაართვეს”, _ ამბობს მანანა ვაჩეიშვილი…

დღეს

სოფელი კოხნარი… სოფლის შუაგულში ძველი, ორსართულიანი, საცხოვრებლად საშიში ოდა-სახლი; სიძველისგან და ქარისგან მთლიანად დაზიანებული სახლის სახურავი; სახურავიდან ჩამონადენი წყლისგან დაზიანებული ჭერი, იატაკი, კედლები, ჩაქცეული კიბე… _ დღეს ასე გამოიყურება აფხაზეთის ომის გმირის მალხაზ (“ვაჩე”) ვაჩეიშვილის სახლ-კარი, რომელსაც მანანა ვაჩეიშვილი რუდუნებით უვლის და უფრთხილდება.

_ თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს სახლში. რამდენჯერმე მივმართე მუნიციპალიტეტის გამგეობას დახმარების თხოვნით. ჯერ კიდევ დედის სიცოცხლეში ვითხოვეთ მხარში ამოდგომოდნენ გმირის ოჯახს, მაგრამ ამაოდ…   

მანანა ვაჩეიშვილმა, იმედით, რომ ყურადღებას მიაქცევდნენ აფხაზეთის ომში დაღუპულის ოჯახს, მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადება შეიტანა. მას სამშენებლო მასალისთვის 1500 ლარიც გამოუყვეს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, აღნიშნული თანხა სახლის შესაკეთებლად არასაკმარისი იყო.

ქალბატონმა მანანამ მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას სახელზე, დახმარების თხოვნით ბოლოს განცხადება 2017 წლის 8 სექტემბერს დაწერა, პასუხად კი შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: “2015 წლის ბიუჯეტიდან საცხოვრებელი სახლის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად გამოიყო ერთჯერადი ფულადი დახმარება 1500 ლარი. ამავე დროს განგიმარტავთ, რომ პრიორიტეტი ენიჭება იმ ოჯახებს, რომლებიც მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან და აღნიშნული სახის დახმარება არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე,  წელს თქვენს თხოვნას განმეორებითი ფულადი დახმარების თაობაზე, სამწუხაროდ, ვერ დავაკმაყოფილებთ”, _ წერილს ხელს გამგებლის პირველი მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე აწერდა.

_ არ მინდა სახელ-გვარები ჩამოვთვალო, ვისაც დაეხმარნენ, თუნდაც ჩვენს სოფელში. ნუთუ, მათ ამ ოჯახზე მეტად სჭირდებოდათ ხელისუფლებისგან მხარში დგომა? 1500 ლარი როგორ მეკმარა დაზიანებული და, როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, “საცხოვრებლად საშიში” სახლის შესაკეთებლად? _  კითხულობს ქალბატონი მანანა, რომელიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან კვლავ ელის გმირის ოჯახის სათანადოდ დაფასებას.

“მჯერა, მუნიციპალიტეტის კომპეტენტური პირები, ვისაც ხელეწიფებათ, გონივრულად გამოიყენებენ თავიანთ უფლებამოსილებას; მჯერა, რომ დააფასებენ “ვაჩეს” და სიყვარული, ღირსება გაიმარჯვებს; მჯერა, რომ მეხდაცემულ ხეზე ვარდი ხარობს”, _ ამბობს “ვაჩე უმცროსი”.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

09:47; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24 იანვარი, 2026

მამრობითი სქესის აღმნიშვნელ ქრომოსომას გაქრობა ემუქრება

"გავა წლები, აფხაზეთი და სამაჩაბლოც წარსულს ჩაბარდება"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება

20:58; 25.01.2026
მსოფლიო

ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

20:52; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ განცხადება შეიძლება გახდა გარკვეულ პროდუქტებზე ფასების კლების საფუძველი, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი

20:34; 25.01.2026
მსოფლიო

ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

18:23; 25.01.2026
სამართალი

გორის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

18:06; 25.01.2026
პოლიტიკა

PEN-ის საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

16:41; 25.01.2026
პოლიტიკა

“დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა”- რა განაცხადა რევაზ სოხაძემ გურიაში

15:05; 25.01.2026
საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25.01.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25.01.2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25.01.2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25.01.2026
სამართალი

პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

10:51; 25.01.2026
სამართალი

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 1პირი

10:41; 25.01.2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25.01.2026
სპორტი

„ერთ დღეს გამოვიპარე და თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი“

10:21; 25.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო