აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს.
როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ე.წ. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს.
შტურმის შემდეგ ხაჯიმბამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პრეზიდენტის გადადგომას პარლამენტმა კენჭი უყარა, თუმცა, ხაჯიმბა თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მან ამის შესახებ პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან შემდგარ ხუთკაციან ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„რია ნოვისტის“ ცნობით, შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.