2020 წლის 24 აპრილს, პოპულარულ “თეატრალურის კვარტეტს“ დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარსკვლავს გაუხსნიან.

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ფეისბუქზე წერს: “თეატრალურის კვარტეტი“ _ არაერთხელ აღნიშნულა მათი პროფესიონალიზმი და რომ ისინი ქართული სიმღერის გამორჩეული შემსრულებლები არიან. კვარტეტი, რომელიც სცენაზე გამოჩენისთანავე შეიყვარა მსმენელმა. გილოცავთ ბიჭებო! დანარჩენს მოგახსენებთ“.
“თეატრალური კვარტეტის“ წევრის კობა ჭეფხოძის თქმით, კონცერტამდე მომღერლები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მსმენელის წინაშე კარგად წარდგნენ:
“ვიმღერებთ იმ სიმღერებს, რომელთა შესრულებით შეგიყვარა და გაგვიცნო ჩვენმა მსმენელმა. კონცერტზე იქნებ ბევრი სიურპრიზი და ახალი სიმღერებიც“, _ გვითხრა კობა ჭეფხოძემ.
„გურია ნიუსი“ “თეატრალური კვარტეტის“ გულშემატკივარია მისის დაარსებიდან და მათ შესახებ არაერთი სტატია გამოგვიქვეყნებია _ რედაქციკა წარმატებებს უსურვებს მომღერლებს.



































































