“მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ, აქ მოვედი როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, რომ გამოვხატო ჩემი აზრი ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით, თქვენ რაზეც მეკითხებით, მათ განაპირობებს სასამართლო, ოფიციალური სტრუქტურები.
თვითონ მამაჩემსაც ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე და ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები“ _ თქვა ცოტნე ივანიშვილმა რუსთაველის გამზირზე, სადაც “ოცნებისა” და საპატრიარქოს ორგანიზებით ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება. ფოტო: “რადიო თავისუფლება”.
































































