ეს არის გმირი ქალაქი, რადგან სწორედ აქ შეაჩერეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსი ოკუპანტები – თქვა ემანუელ მაკრონმა ევროპელ ლიდერებთან ერთად, უკრაინის ქალაქ ირპენის მონახულების შემდეგ.
მაკრონი ომში მყოფ ქვეყანაში დღეს გერმანიის კანცლერთან და იტალიის პრემიერთან ერთად ჩავიდა.
“გმირობა, არა მხოლოდ სამხედროებმა, არამედ ხალხმაც გამოიჩინა . ჩვენ ყველამ ვიხილეთ აქ ბარბაროსობის კვალი, აქ სამხედრო დანაშაულები იქნება ჩადენილი და ამის ნიშნებიც საკმარისად არის. ჩვენ უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვეხმარებით, როგორც სამხედრო ისე ფინანსური თვალსაზრისით, რათა ეს ქალაქები რომლებიც დაზარალდა მალე იქნას აღდგენილი”, – თქვა ემანუელ მაკრონმა.
მისი თქმით, საჭიროა, რომ უკრაინამ შეძლოს წინააღმდეგობის გაწევა და გამარჯვება
ჟურნალისტების კითხვაზე, რომ მან განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა „დაამცირონ“, რასაც უკრაინაში ძლიერი კრიტიკა მოჰყვა, ემანუელ მაკრონმა უპასუხა:
სამი ევროპული ქვეყნის ლიდერს დღეს რუმინეთის პრეზიდენტიც შეუერთდა. კლაუს იოჰანესი კიევში მოგვიანებით, ბუქარესტიდან ჩავიდა.
ავტორი