“ჩვენი აქტივის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კვლავ რჩება ორი მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენი და ოპოზიციური კანდიდატების მონაცემები ძალიან არის ერთმანეთთან მოახლოებული”, – თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
„ჩვენს ამომრჩეველს ვთხოვთ, მაქსიმალურად იაქტიურონ, რათა გამოვრიცხოთ რევანშისტური ძალის გამარჯვება, თუნდაც იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჩვენი და მათი მონაცემები მიახლოებულია ერთმანეთთან. ამას უზრუნველყოფს მხოლოდ ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა. ვფიქრობ, პარტიულ აქტივს სწორი მონაცემები აქვს და არჩევნების შედეგებს რომ გავიგებთ, მივხვდებით, ამას რატომ ვსაუბრობდით. ამომრჩეველს მოვუწოდებთ, არ დავუშვათ რისკი არც ერთ მუნიციპალიტეტში. ორ საათზე ნაკლებია დარჩენილი ხმის მიცემის პროცედურის დასრულებამდე და აქტივობის შემთხვევაში, ორ ოლქშიც გამოირიცხება რისკები და გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე. არც ერთ შემთხვევაში, ამ ორი საათის განმავლობაში წამგებიან მდგომარეობაში ჩვენს კანდიდატებს არ დავასახელებ. ორი მუნიციპალიტეტია ასეთი და ამომრჩეველს მაქსიმალური აქტივობა მართებს“, _ ამბობს მამუკა მდინარაძე.