საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“პირველი ექვსი წინადადება, მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით:
- ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ.
- აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან.
- რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?
- ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე.
- გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.
- მართლა რამხელა ამბები ყოფილა დაგეგმილი დეკემბერში.
რა ნაცების ტოპტვინები…” _ წერს მდინარაძე.