აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილით გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას “პუბლიკა” შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ იკავებდნენ გზის სავალ ნაწილს და გაურკვეველია რატომ დაიწყო პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება. ადგილზე იყო დაპირისპირება. ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ვრცლად: პუბლიკა