თბილისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან გაემგზავრნენ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით მჟავანაძის ინფორმაციით, თბილისში აქციაზე გურიიდან 1000-ამდე ადამიანია წასული, მაგრამ კონკრეტული ციფრის დასახელება რთულია.
“ძალიან ბევრი ადამიანია წამოსული. გარდა იმისა, რომ პარტიას ჰქონდა ორგანიზება გაკეთებული მხარდასაჭერების წამოსაყვანად, ბევრი ადამიანი თვითორგანიზებით წავიდა. ბევრ ასეთ ადამიანს შევხვდი და აქ აღმოვაჩინე, რომ თვითორგანიზებით წამოსულან. კონკრეტული ციფრის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ჯამში, გურიიდან 1000-ამდე ადამიანი იქნება. კონკრეტული ციფრის დასახელება ძალიან ძნელია. აქ არიან ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, იმ პირობებში ყოფნას და ასეთი ადამიანების რაოდენობა არის ძალიან ბევრი”,_ ამბობს მჟავანაძე.
[sexy_author_bio]