საპროტესტო აქციებზე დაზარალებულების დასახმარებლად ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: მარიამ კახელიშვილი, სოფო ბათილაშვილი, ნინი გველესიანი, ფანიკო, თაკო კაკალაშვილი, ნუცა თოფურია, გიორგი ცხადაძე, რეზი ქარცივაძე, თათია ჯიქიძე, ბონდო გოგია, თამადა.
“ბილეთებიდან შემოსული სრული თანხა გადაერიცხება აქციების დროს დაზარალებული ახალგაზრდების ოჯახებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კონცერტი 26 იანვარი, 16:00 საათზე, Kavka Oudaan-ში გაიმართება.