თბილისში, „ქართული ოცნების” მხარდასაჭერი აქციის დასრულების შემდეგ, მმართველი პარტიის აჭარის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რუსთაველზე მსვლელობა მოაწყო.
თბილისში, „ქართული ოცნების” მხარდასაჭერი აქცია დასრულდა. პარტიის შემაჯამებელი აქცია, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, 17:00 საათზე დაიწყო. აქციას მოქალაქეები შეუერთდნენ სხვადასხვა რეგიონიდან.
აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების” ლიდერებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ. მათ მოქალაქეებს 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდეს.
[sexy_author_bio]