სანამ რუსთაველის პროსპექტი გადაიკეტებოდა, ჯერ კიდევ მოძრავ ავტობუსების მძღოლებს ხალხი საყოველთაო გაფიცვისკე მოუწოდებდნენ.
დღეს გაფიცვის შესახებ რამდენიმე ორგანიზაციის თანამშრომლებმა განაცხადეს, ხვალ კი საპროტესტო მარშს 12 სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აანონსებენ. მათ შორის _ ეიჩარები, ღვინის ინდუსტრიის წამომადგენლები, რომლებიც 11 საათიდან, მარჯანიშვილზე შეიკრიბებიან და მსვლელობას დაიწყებენ.