ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას ალყაში აქცევენ.
პოლიტიკოსმა ზურაბ ჯაფარიძემ ხალხს მოუწოდა, რომ მშვიდობიანად დადგნენ პარლამენტის სამივე შესასვლელთან, ჩართონ ლაივები და ისე დაელაპარაკონ პოლიციას. აუხსნან, რომ “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონი არ უნდათ.