ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩების კვეთაზე, აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელების მისამართით პლასტმასის ბოთლები ისროლეს, სპეცრაზმელებმა რამდენიმე აქციის მონაწილე ტერიტორიას განარიდეს. სიტუაცია ამით განიმუხტა.
“გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც ცნობილია, დღეს “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენა უნდა გაიმართოს კომიტეტში, ხოლო ხვალ, მისი სესიაზე დამტკიცება უნდა მოხდეს.
შსს-მ გაავრცელა განცხადება და შეკრებილ ადამიანებს მოუწოდა, დეპუტატებს მისცენ პარლამენტში შესვლის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა შესაბამისი ზომები.