თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:
“გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებითა და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტომასალას, რომლის მიხედვით, რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანა მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება.
გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ავტომანქანას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი გადაადგილება არ უკავშირდება მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და იგი არცერთი ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენს.
გვინდა, მივმართოთ მედიასაშუალებებს, ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში. ინფორმაციის დასაზუსტებლად დაუკავშირდით თბილისის მერიის პრესსამსახურს”.