ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი ევროკავშირს სთხოვს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ ცნონ და მოუწოდებს ბლოკს პატივი სცეს ბელორუსის ხალხის არჩევანს.
”მე მოგიწოდებთ, არ აღიაროთ ეს ყალბი არჩევნები. ლუკაშენკომ დაკარგა ლეგიტიმაცია ჩვენი ერის და მსოფლიოს თვალწინ“,_ განაცხადა ტიხანოვსკაიამ.
ის ამბობს, რომ არჩევნების სამართლიანი გამარჯვებული იყო და სურს, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს საერთაშორისო ზედამხედველობით.
































































