ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობის დაწყებამდე სამოქალაქო აქტივისტები და ადგილობრივი პოლიტიკოსები სიტყვით გამოვიდნენ და კიდევ ერთხელ აღინიშნეს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ისინი გმობენ იმ ძალადობას, რაც ამ დღეებში ხდება თბილისში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში.
„ჩვენ არ გვჭირდება ფაშები. არ აქვს მნიშვნელობა, რა ერქმევა ფაშას _ ბიძინა, მიშა, პეტრე… ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული, განვითარებული, მრავალპარტიული ევროპული საქართველო. ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კახი მენაბდემ.
გამოსვლების შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს. სიტყვით გამოსვლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან გაგრძელდება.
ავტორი