„გახსოვთ, გაზაფხულზე იყო ჩვენი მოწოდებები, არ ვკოცნიდით ერთმანეთს მაინცდამაინც და არ ვეხუტებოდით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გამყრელიძე წინასაარჩევნო კამპანიისას გადახვევას და კოცნას არასასურველად მიიჩნევს. გამყრელიძის თქმით, ემოციები უნდა დავძლიოთ.
„არ არის სასურველი, ამ პერიოდში და საერთოდ არ არის სასურველი, უნდა გადავეჩვიოთ. გახსოვთ, გაზაფხულზე იყო ჩვენი მოწოდებები, არ ვკოცნიდით ერთმანეთს მაინცდამაინც და არ ვეხუტებოდით. შევიკავოთ თავი დღესაც. მესმის, გარკვეული ემოციური ფაქტორია, მაგრამ მოდით, დავძლიოთ ემოცია. არ არის საჭირო ერთმანეთის გადახვევა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.