მინდა მივმართო, პირველ რიგში, სამართალდამცავებს, ვიცი, საპატრულო პოლიცია ყველაფერს აკეთებს და მინდა ამისთვის მადლობა ვუთხრა. დანარჩენებს მინდა მოგმართოთ – არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებსა და არც სხვებზე! თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით! არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც თქვენს ჩართულობასა და დარბევას მოითხოვს. ამიტომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის თქვენი, მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების. მათაც უნდა იფიქრონ ამაზე.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცველებს მიმართა.